მთავარი » ბლოგის დოსიე

ბლოგის დოსიე

მე ალექსანდრე ქეშელაშვილი ვარ და ეს ჩემი ბლოგია. ბლოგი, როგორც წესი,  ყველაფერია ყველაფერზე. თუმცა, ჩემი ბლოგის დოსიე ცოტა ჭირვეულია. ბლოგის ავტორი ხომ მე ვარ, მე კიდევ სოციოლოგი ვარ და ჟურნალისტი, მიყვარს ხელოვნების სფერო, ხეტიალი და ჩემი პროფესიები. ამიტომ, გადავწყვიტე, მეწერა იმაზე და მხოლოდ იმაზე, რაც მე განსაკუთრებით მიყვარს. შეიძლება ამის გამო რაღაც პოსტის მასალები გამომრჩეს, რაღაც კი არც ისე პოპულარული იყოს. მაგრამ, მე მაინც გადავწყვიტე, ცოტა არისტოკრატული იმიჯი შევუქმნა ჩემს ბლოგს. აი, თითქოსდა ნამდვილი ჩუვაკი ვიყო წერაში, ჩემი ყოველი პოსტი კი აღმოჩენა თუ არა სასიამოვნოდ წასაკითხი მაინც იყოს ბლგოის სტუმრებისთვის. ვიცი, ეს არარეალურია, მაგრამ მინდა, რომ ასე იყოს და თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ, შეიძლება ცოტა სნობურობაშიც ჩამომართვათ. მინდა, ერთ ადამიანს მაინც უხაროდეს აქ შემოსვლა და ახალი სტატიის დანახვა. მინდა, ჩემი ბლოგი ჩემი სახლი იყოს, მშვიდი და მყუდრო. მართალია ყველაფერს ამ ერთ ბლოგში ვერ ჩავატევ, ისევე, როგორც არც ეს დოსიე იქნება სრულყოფილი. თუმცა, დოსიეს კარგად აღსაწერად ამ ბლოგის პოსტების წაკიტხვა საუკეთესო საშუალება იქნება. მოკლედ, ბლოგი ხომ ყველაფერია – ყველაფერზე, ეს ჩემი ბლოგიც ამ ყველაფერში თავის ნიშას ეძებს, რომ წეროს იმაზე, რაც მას ნამდვილად უყვარს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s