მთავარი » ნაჯღაბნები » ეკას თავისუფლება

ეკას თავისუფლება

ეკა ქევანიშვილი
ეკა უბრალო ადამიანია, ძალიან უბრალო. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არადა წარმატებული. არის პოეტი და ჟურნალისტი. ეკა – ქევანიშვილია. მეგობრებისთვის – ქევანა… საერთოდაც ქევანა. ქევანა ისეთია, რაღაცნაირი. ხმაც ისეთი აქვს, ლექსებიც: დაბალი, სასიამოვნო და ღრმა. ხან ნაკადულივით, ხან დაუდევრად მიყრილი რიყესავით, ხან ლუდის, ხანაც კი ყავის გემოზე წასაკითხი. თუმცა თვითონ ამბობს, რომ პოეტური ნატურა არ არის. არ შემიძლია ყავა დავიდგა, თავზე ხელი შემოვიდო და ვწეროვო. ეწერინება და წერს, აი ისე, ყოველგვარი რომანტიკისა და თავზე ბერეტების გარეშე. არ უყვარს პათეტიკური პოეზია, თემებსაც ისე არჩევს, როცა რა აწუხებს, ახლა სოციალური თემატიკა იზიდავს. წერს იმას, რასაც ჟურნალისტიკაში ვერ დებს. არის დაუმორჩილებელი პოეტური წესებისა და ნორმების მიმართ. ამიტომაც არის მისი ლექსები რაღაცნაირი: დაბალი, სასიამოვნო და ღრმა. ხან ნაკადულივით, ხან დაუდევრად მიყრილი რიყესავით, ხან ლუდის, ხანაც კი ყავის გემოზე წასაკითხი. ისე, თვითონაც მაგას ამბობს – ზოგი ლექსი ფილმივით მიდის, ზოგსაც თავის გემო აქვსო. გემო იმიტომ, რომ კულინარია უყვარს. ხო, ეკა კარგი კულინარიც ყოფილა. ფიქრობს, რომ თანამედროვე ქართული პოეზია ძალიან კარგია, მაგარი პოეტებიც გვყავს, პროზაიკოსებზე უკეთესები მაინც. უბრალოდ პოეზია არაპოპულარულია და ისეთი ჰგონიათ, რაღაც ბალახი-ტალახიო… თვლის, რომ მწერლების ორი ტიპი არსებობს: მასობრივი აუდიტორიის მწერლები, პაპსას რომ ვუწოდებთ ჩვენ და  ცოტა ისეთი, კულუარულ წრეებში მოსასმენი ტიპები.

ქევანა ბევრს მოგზაურობს. მოგზაურობს სამსახურში – საქმეებს გამორჩენილ შუალედებში, მოგზაურობს მეტროსა და ავტობუსში, ანუ როცა დრო აქვს სულ კითხულობს, კითხვა კი მისთვის მოგზაურობის საუკეთესო საშუალებაა. აი, წიგნების ყიდვა მანიადაც კი ჰქონია გადაქცეული: “რო ჩაჯდები იქ, თაროებში და ზიხარ, ზიხარ, ზიხარ. შეიძლება იყიდო წიგნი, რომელსაც სამი თვე არ წაიკითხავ, მაგრამ მთავარია, რომ ეს წიგნები გქონდეს” – მეუბნება ღიმილით. მოკლედ უყვარს კითხვა და ლიტერატურაზე საუბარი. საყვარელი პერსონაჟები არ ყავს, უბრალოდ, კარგი ლიტერატურა უყვარს. ფიქრობს, რომ კითხვა ზრდის და შინაგან თავისუფლებას ანიჭებს.

ეკა ქევანიშვილიშინაგანი თავისუფლება ვახსენე და ქევანასთვის სწორედ ეს არის მთავარი. უჭირს იმაზე ლაპარაკი თუ როგორია ეკა, სამაგიეროდ ადვილად მეუბნება, როგორი უნდა, რომ იყოს. უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი და არ ცდილობდეს სხვისთვის მორალის კითხვას. ფიქრობს, მის ლექსებშიც უფრო ისეთი ჩანს, იდეალურთან მიახლოებული ეკა – გახსნილი, ლაღი. უფრო მეტი შრომისმოყვარეობაც არ აწყენდა, თავისი საქმის ერთგულებაზე ფიქრობს. აი ამ ბოლო ასპექტზე პრეტენზიაც აქვს: ჟურნალისტიკა სიგიჟემდე უყვარს და ცდილობს მასში ყველაფერი ჩადოს. ჟურნალისტობა ბავშვობიდან უნდა და მნიშვნელობა არა აქვს აქ დაბალ თუ მაღალ ხელფასს გადაუხდიან, ამ საქმისთვის თავის დანებება ახლა ვერ წარმოუდგენია. სათქმელი აქ ყოველთვის დიდი ჰქონდა, ამბობდა კალმით, ჯადოსნური ეფ ემ ტალღებით თუ პატარა, დახვეწილი ქენონის კამერით. ყველას კი თავისი გემო და ინტიმი აქვს. რადიოს მაინც რაღაც გიჟური ინტიმი. სათქმელს ყველაზე გემრიელად ბეჭდური მედია გამოუხატავს. ყველაზე მსუყე კი საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, როგორც თვითონ ამბობს მისი აბსოლუტური სიყვარული. ქევანას ამ მხრივაც აქვს გამოცდილება. გამოძიება – ერთი დიდი ტორტიაო, ამბობს. ემჩნევა, უყვარს კულინარია. ტორტი “რომელსაც უნდა ორი დღე ცხობა, დანამვა, შემდეგ მორთვა და ა.შ.”. თვლის, რომ ყველა ჟურნალისტს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს თუნდაც მცირე გამოძიება გაკეთებული. და საერთოდ – თამამი, მაგრამ არა თავხედი, ზომიერად ცნობისმოყვარე, ნაკითხი, თმენის დიდი უნარით და ჟურნალისტური პატიოსნებით გამსჭვალული იყავითო, მომავალ ჟურნალისტებს გვეუბნება. ცუდი რამეები არ უნდა აკეთონ ჟურნალისტებმა, არ უნდა მოატყუონ ხალხიო: “მაშინ ეს ჟურნალისტობა აღარ არის და ნუღა იტყვიან ჟურნალისტები ვართო” – მეუბნება. კიდევ მაძლევს რჩევებს, უყვარს ჟურნალისტიკაზე საუბარი, საკუთარ თავზე არა.

სიარულისას სულ თავდახრილია. სულ დაბლა იყურება და ცაში არ დაფრინავს. პოპულარობა არ უყვარს, უყვარს რაჭა. რაჭიდანაა თვითონ. მთებს შორის ქვაბულში გაზრდილი, საკუთარ სამყაროში – შორს ქალაქიდან ბევრი წიგნის გარემოცვაში. იმ სამყარომ ორი რამე ჩაუტოვა: შრომისმოყვარეობა და სტერილურობა. ახლაც ვერ შევეთქვიფე თბილისსო, ისევ საკუთარი სამყარო აქვს, მთებით შემოსაზღვრული.

აი ასეთია ქევანა. უბრალო სიტყვებითა და დიდი თვალებით. მე კი მახსოვს მისი ლექსები “ლიტერატურულ პალიტრაში”, ქევანა “საბაზე”, ქევანა “წეროზე”, ჟურნალისტიკაშიც დიდი გზა აქვს გამოვლილი: “რეზონანსი”, “ახალი ვერსია”, რადიო “მწვანე ტალღა”, მერე კი “თავისუფლება”, მეც “რადიო თავისუფლებიდან” მახსოვს მისი ხმა, მახსოვს მასზე შეყვარებული ადამიანები ფორუმებიდან  და წიგნები მისი ავტორობით. უფრო სწორად მახსოვდა მანამ, სანამ თავად გავიცნობდი ეკას. ეს ყველაფერი რომ არ მცოდნოდა ხო კაი, მაგრამ მაშინ მახსოვდა და სულ მიკვირდა ეკას უბრალოება. 33 წლისაა და ფეისბუქზე ე.წ. “ქავერ ფოტოდ” ისევ პატარა უფლისწულის ვარსკვლავი უყენია. 33 წლისაა და მაინც ისეთივე უბრალოა, როგორც პატარა უფლისწული. ამიტომაც ვწერ მის პორტრეტს.. არა იმიტომ, რომ ის პოეტია და ჟურნალისტი, თან საკმაოდ წარმატებული. უფრო იმიტომ, რომ უბრალოა, ქევანა ქევანაა რა…

ეკა ქევანიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s