მთავარი » სვეტი » გოლიათი და შავი მამბა

გოლიათი და შავი მამბა

4462103755_51fbb06bb2_o
მაშინ ჯერ არ იყო ნეში, მით უმეტეს ლებრონი. ეს ის დროა, კალიფორნიაში გრაფიტით აჭრელებული 90-იანები წარსულში რომ იკარგება და მომავალს უთმობს კაშაკაშა ჰოლივუდს. როცა მეფე ჯორდანი სინანულით დაჰყურებს ბოლო დროს დაუმროჩიელებელ ბურთს, ზედმეტად აჩქარებულ გულისცემას. როცა ლუდის ქილიან კაცთან ერთად გულდაწყვეტით იხსენებს პიპენს რომელიღაც ჩიკაგოელი ბარმენი. ეს ის დროა, “ოულდსქული” რომ ვეღარ ჭრის, განგსტა რეპიც რომ ბეზრდება ამერიკას.  აი წავიდა გეტოების დრო, უფრო დიდი ხანია აღარ ახსოვთ შავი პანტერები და კუ კლუს კლანი. მაინც რაღაც ღირსებასათანაა კავშირში – შავკანიანი ბავშვები ჯერ კიდევ არც თუ ისე ხარისხიანი ტელევიზორებიდან რომ უყურებენ დიდ ბიჭებს, სწრაფ მოძრაობებს, ტრიალს, სირბილს, ნახტომებს და ბოლო წამზე გავარდნილი სამ ქულიანის ყვირლზე გამორბიან გარეთ. აქ შინდისფერი ბურთი უნდა გეჭიროს და ზედ თუ “შპალდინგ”  აწერია, მაშინ შენ მაგარი ბიჭი ხარ. აქ კალათბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტი, მეტი ვიდრე გართობა. აქ კალათბურთი ცხოვრებაა, ხან კიდევ ცხოვრებიდან გაქცევის გზაც.

street-ball-photography-by-scott-pommier-0და როცა ღარიბულ უბანში ცხოვრობ, როცა ნაიკის ბოტასები და სპალდინგის ბურთი შენი ოცნებაა. როცა ვარსკვლავური ლოს ანჯელესის ბნელ მხარეში ხარ, ძალიან გინდა გეამაყებოდეს ის ბრწყინვალე ყვითელი და იისფერი ფერები, შენ საყვარელ ლეიკერსს რომ ამშვენებს. არადა ბოლო დროს საძულველ სან ანტონიოსაც კი ვერ უგებ, მთელ შტატებში წითელი ფორმები აცვიათ, ბოლო დროა წითელი ხარები ბატონობენ და მეფე ჯორდანიც იმათია. იბოღმები – დედა სვამს, მამა ნარკომანია, არადა თითქოს აღარ გეძახიან “ნიგერს”.  სკოლას აცდენ და სათამაშოდ მიდიხარ მოედანზე, ნაცრისფერ კედლებზე ჩახვეულად აწერია –  Nიგგაზ ჭიტჰ Aტტიტუდეს  და ამ დროს ეს მუსიკაც ჩაგესმის – რეპი კალიფორნიის მეფეა. ეს ლამაზი და ბრჭყვიალა ცხოვრება ჯერ ვერ აღწევს შენს უბანში, ჯერ ვერ აღწევს ვერც კალათბურთში, ეს ის NBA არ არის, რასაც ახლა თქვენ უყურებთ. კაშკაშა ფერები, დიდი მაისურები, მაგარი მანქანები, მაგარი მუსიკა, მაგარი გოგოები, ჯერ ეს ყველაფერი უცხოა ამერიკისთვის. ყვითლად განათებულ პარკეტზე მორბენალი მოკლე შორტებიანი კალათბურთელები სულაც არ ფიქრობენ დრიბლინგზე. მსუბუქი ბლოკიც ისჯება აქ, აგრესიაც აკლია თითქოს ამ სპორტს, სანახაობაც. აქ მთავარი გუნდურობაა – სწორი პასი, სწორი ტყორცნა, მხოლოდ ჯორდანია სხვანაირი და… ისიც დაბერდა. თითქოს რაღაც აკლია ჰო, კალათბურთს?!  აკლია, კი.

აკლია ის, რის გამოც მალე, დედამიწის მეორე მხარეს, აქ, თბილისში 6 საათზე გავიღვიძებთ ქართველი ბავშვები რომ პირდაპირ ეთერში ვუყუროთ NBA-ს მატჩებს. რის გამოც, მშობლების ბუზღუნს ყურს არ დავუგდებთ და მონუსხულები მივეკევრებით ეკრანებს. რის გამოც, ყოველ დილით გავიქცევით მოედანზე მე და ჩემი მეგობარი, რომ შევეცადოთ გავიმეოროთ მათი სტილი, მათი თამაში. თქვენ შეიძლება არც იცით, არ გახსენდებათ, არადა აკლია ერთი გოლიათი და შავი მამბა ანუ შაკილ ო’ნილი და კობი ბრაიანტი აკლია, საერთოდ ლეიკერსი აკლია კალათბურთს. ის 5 წლიანი ეპოქა, რამაც, თამამად შემიძლია ვთქვა, თანამედროვე კალათბურთს დაუდო სათავე. და იმ დროს, როცა არ იყო არც ლებრონ ჯეიმსი, არც უეიდი, არც ნეში და სხვა.. როცა ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსოვდა ამერიკელთა ნაწილს შავებისა და თეთრების დაყოფა, როცა ჩიკაგო ბულსი ბატონობდა და არა მაიამი, მაშინ მოვიდა კალიფორნიაში ერთი სათვალიანი კაცი და იქ, ვესტსაიდში იპოვა ის, რასაც ახლა კალათბურთი ჰქვია. ეს კაცი ფილ ჯექსონია, ლეიკერსის და ალბათ მთლიანად NBA-ს გამორჩეული მწვრთნელი. სწორედ მან გაუხსნა გზა ორი განსხვავებული სტილისა და პოციზიის მოთამაშეს, თითქოს არაფრიდან მოსულებს, არაფრით გამორჩეულებს. გაუხსნა გზა და… 1999 წლიდან ახალ საუკუნესთან ერთად იბადება ახალი კალათბურთიც. ერთბაშად იწყება NBA-ს ახალი საოცრება, მეშჩანური კალათბურთის დასამარება და ჰიფ-ჰოფზე აცეკევებული, თითქოს ბრეიქ შერეული NBA-ს დაბადება.

nba_g_oneal_580ალბათ მაიკლ ჯორდანის მერე არავის ეგონა, რამე ახალი თუ მოხდებოდა კალათბურთში. არადა, ჯერ წასვლაც არ აცალეს მეფე ჯორდანს, მანამდევე დაეპატრონენ დიდების ტახტს კობი და შაკი. ბევრი ექშენი, სწრაფი მოძრაობები, უცნაური ნახტომები, ციფრული ფარი, წითელი ბურთი, კაშკაშა მოედანი, ჩქარი მუსიკა – აი ეს არის ახალი კალათბურთი. ეს იყო ის, რაც კობისა და შაკთან ერთად შემოვიდა ამ სპორტში. მგონი ტექნიკური ფოიერვერკის ეპოქაში, დღესაც უჭირთ კომპიუტერული თამაშების შემქმენლებს იმ ძველი შაკისა და კობის გამეორება. მანქანას არ შეუძლია ის შარმი შექმნას, რასაც ეს ადამიანები, ან იქნებ მართლა არაადამიანები გახვევენ თავს. არაადამიანები ვუწოდე და მართლაც, ახალი საუკუნის დასაწყისში – პატარა ბიჭები კალიფორნიაში, ფლორიდაში, პარიზსა და თბილისში ერთნაირ მითებს ჰყვებოდნენ, ვიღაცამ თქვა შავი მამბააო კობი ბრაიანტი, შელოცვები აქვსო ბურთისთვის. ზედიზედ სამჯერ ჩამოტეხა კალათბურთის ფარი უზარმზარმა შაკილ ო’ნილმაო. იმხელა ბოტასები აცვია, პატარა ბავშვი ჩაწვებაო მთლიანად შიგნით. იბადებოდა ლეგენდები, ლეიკერსი კი ბრწყინავდა, ბრწყინავდა და ეს შუქი გეტოებსიც აღწევდა. ამ დროს იცვლება ძველი გეტოს სახარება, ამ დროიდან აღარ უნდათ ნარკოტიკები, აღარ უნდათ სისხლი, იციან ტელევიზორებში საოცრება ხდება – გუნდს, ცოტა თითქოს ჰოლივუდურ, მაგრამ, რაც მთავარია, არაბევერლი ჰილზურ გუნდს შეხედავენ და დატკბებიან მათსავით შავი და არც თუ ისე მდიდარი ოჯახიდან გამოსული ბიჭებით.

nba_kobe_shaq_580ჰო, აი კობი ბრაიანტისა და შაკილ ო’ნილის შემოტანილია ეს ბრწყინვალება, რითაც ახლა თავს იწონებს მდიდარი NBA. მათ ჩაუსახეს პატარა შავ ბიჭებს იმედი. მაშინ, ჯერ კიდევ 90-იანებში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გეტოები ისევ სავსე იყო ჭუჭყით, მარიხუანით, სისხლით. აი, თავდაუზოგავად ვარჯიშობს შაკი (კობი მაინც ზარმაცია ცოტა),  ამ დროს კი დგანან პატარა ბავშვები და ფიქრობენ: თითქოს 90-იანებია, არადა წინიდან ნათელი ფერები აღწევს, იცი –  შანსი გეძლევა, შენც მაგარი ბიჭი გახდე. შეგიძლია არ ჩაჯდე ციხეში და ითამაშო კალათბურთი, დადგა სპექტაკლი და იქცე გმირად. იცი, შანსი გაქვს მსოფლიო აალაპარაკო, ამისათვის კი ბევრიც არაფერია საჭირო, მხოლოდ  გულისცემასავით უნდა გესმოდეს ბურთის ყოველ შეხება მოედანთან, უნდა აკრიფო სიჩქარე და რამენაირი სვლებით გაძვრე წინ, უნდა ახტე ყველაზე მაღლა და როცა თითქოს დაშვებას დაიწყებ, მხოლოდ მაშინ შეელიო ბურთს. უნდა იგრძნო გოლიათური ძალა და სიამაყე, რომ ფარის ქვეშ გაანგრიო დაცვის კედელი და ორ კაცს შორის ჩამოეკიდო ფარს. იცი ეს ყველაფერია კალათბურთის ალფა და ომეგა – კობი და შაკი. ეს ლეიკერსია, ყვითელი და იისფერი ფერებით სავსე ლეიკერსი, ეს თითქოს აკრობატიკაა, თითქოს კასკადიორების დადგმული სანახაობა სპილბერგის რომელიმე ფილმისთვის, ეს უზომო ადრენალინია ან… უბრალოდ კალათბურთი, კობისა და შაკის მოტანილი კალათბურთი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s