მთავარი » სტატია » ილინოისიდან

ილინოისიდან

Disturbed_2
ბევრმა იცის, ბევრმაც არა, გულგრილებიც ნაკლებად რჩებიან. ბევრი ამბობს – ყველას ვუსმენ ამ სტილში, გვერდითა თუ ქვედა მეზობლის ჟანრში, მაგრამ აი ამ ჯგუფს ვერა და ვერ დავუმუღამეო. ხანდახან ვფიქრობ, ეს სპეციფიკურობა თუ გვიზიდავს მეთქი  ყველაზე მეტად, ჩვენ Distrubed-ის ფანებს  Disturbed-ში.

მოკლედ, Disturbed მუსიკალური ჯგუფია. როგორც Rock/Metal სტილის ბენდების უმეტესობისთვის დამახასიათებელია, მისი მუსიკის ცალკეული ჟანრისთვის მიწერაც რთულია. სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი ბიოგრაფიებიდან Disturbed  –  Heavy Metal, Nu Metal ანდაც  Alternative Metal ჟანრია. აი ასე  –  სამი ჟანრი, სამივე განსხვავებული. მოკლედ, სანამ თავად არ მოუსმენთ ვერაფერსაც გაიგებთ. დატვირთული მუსიკა და ძლიერი ვოკალი, ცოტა აგრესია, ცოტაც ექშენი და Disturbed მზადაა ნათელი მუსიკით, აქტიური და გახსნილი ხმით, რითმული და მარტივი დრამით, თუმცა ჩახვეული გიტარით. აქ ყველაზე მარტივი სიმღერაც კი რთულია და ყველაზე რთული ტრეკი – მარტივი.  ეს Disturbed-ია, გამორჩეული და პოპულარული (ან არაპოპულარული).

Disturbed ჩიკაგოელმა ბიჭებმა ჯერ კიდევ მაშინ შექმნეს, როცა ის რეალურად არც კი არსებობდა. დღევანდელი ვოკალისტი – დევიდ დრეიმენი თავისთვის, სადღაც აბაზანაში მღეროდა, დენ დონეგენი და მაიკ ვენგრენი კი სარეპეტიციოში რაღაცას წვალობდნენ. ეს 90-იანი წლები იყო, თანამედროვე მეტალის დაბადების ხანა. Disturbed-მდე იყო Brawl, დონეგენისა და ვენგრენის ჯგუფი, დევიდი ისევ აბაზანაში, წყალს ატანდა თავის ნიჭს. მაგრამ მოვიდა 1996 წელი, ჯგუფიდან ძველი ვოკალისტი წავიდა და დევიდ დრეიმენსაც მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

დევიდი, ჯგუფში გასაუბრებით და გამოცდით მიიღეს. დონეგენი იხსენებდა, როგორც კი მოვუსმინე, პირველივე წუთებიდან მივხვდი, ეს ბიჭი სრულიად ახალ განწყობას და კულტურას მოიტანდაო. თუმცა მაშინვე არ გამოუხატავთ აღტაცება და როგორც ხდება ხოლმე, იმედგადაწურულ დრეიმენს დაურეკეს – მოდი, წინ გაგივძეხიო.  აი, სულ ასე უბრალოდ შეიქმნა ჯგუფი – Disturbed.

მერედა მერე ამუშავდა დრეიმენის ვოკალი და სხვების ოსტატობა, პირველ ალბომზეც დაიწყო მუშაობა, მანამდე კი იყო პირველი და მაშინვე გახმაურებული – Down With The Sickness.  Demo ვერსიის გამოშვების შემდეგ, 2000 წელს პირველი სრული ალბომიც გამოვიდა – Sickness.  Sickness რეკორდული რაოდენობით გაიყიდა და რეკორდებიც მოხსნა. მერე ბევრს აღარ გავაგრძელებ და ნელ-ნელა წლების განმავლობაში სულ სხვადასხვანაირი რითმების, სხვადასხვანაირი რიტმების ალბომები იყო, კიდევ 4: Believe, Ten Thousand Fists, Indestructible და Asylum (დაკლიკებით შეგიძლიათ მოუსმინოთ ყველა ალბომს). ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ 2010-ში გამოვიდა, მაგრამ.. ახალი ალბომი Disturbed-ს აღარ გამოუშვია, მხოლოდ B-Side Project  – The Lost Children და აი როგორც უბრალოდ შეიქმნა, ისევე უბრალოდ დაიშალა. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა. მაგრამ ცივად იუარეს ჯგუფის წევრებმა განხეთქილება და მისთანები – ამჟამად ჩვენი თავი ამოვწურეთო, ჰოდა დაიშალენენ. დრეიმენი ახლა სხვაგან მღერის(Device), დონეგენი და ვენგრენი ისევ ერთად არიან და ისინიც სხვაგან წავიდნენ(Fight Or Flight). ბასისტი მოიერიც სულ ცალკეა ახლა.

ისე ერთი კია, ყველას ჯგუფი ისეთივე თუ არა, მაინც ძალიან ძალიან კარგი და Disturbed-ისეულია, ასე რომ, ჩვენ, მეტალჰედ ფანებს ბევრი სამწუხარო მაინც არ გვაქვს, წარსულის ტრეკებზე არ დავჯდებით და რას ვიზამთ, დაველოდებით, დრეიმენის დანაპირები როდის შესრულდება და Disturbed ხელახლა როდის შეიკვრება – ჩვენ ველით!

ესეც ცოტა მულტიმედია:

Sickness:

Believe:

Ten Thousand Fists:

Indestructible:

Asylum:

Disturbed Live:

Photos:

This slideshow requires JavaScript.

ესეც მათი ახალი ჯგუფები:

Device:

Fight Or Flight:

Advertisements

2 thoughts on “ილინოისიდან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s