ილინოისიდან

Disturbed_2
ბევრმა იცის, ბევრმაც არა, გულგრილებიც ნაკლებად რჩებიან. ბევრი ამბობს – ყველას ვუსმენ ამ სტილში, გვერდითა თუ ქვედა მეზობლის ჟანრში, მაგრამ აი ამ ჯგუფს ვერა და ვერ დავუმუღამეო. ხანდახან ვფიქრობ, ეს სპეციფიკურობა თუ გვიზიდავს მეთქი  ყველაზე მეტად, ჩვენ Distrubed-ის ფანებს  Disturbed-ში.

მოკლედ, Disturbed მუსიკალური ჯგუფია. როგორც Rock/Metal სტილის ბენდების უმეტესობისთვის დამახასიათებელია, მისი მუსიკის ცალკეული ჟანრისთვის მიწერაც რთულია. სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი ბიოგრაფიებიდან Disturbed  –  Heavy Metal, Nu Metal ანდაც  Alternative Metal ჟანრია. აი ასე  –  სამი ჟანრი, სამივე განსხვავებული. მოკლედ, სანამ თავად არ მოუსმენთ ვერაფერსაც გაიგებთ. დატვირთული მუსიკა და ძლიერი ვოკალი, ცოტა აგრესია, ცოტაც ექშენი და Disturbed მზადაა ნათელი მუსიკით, აქტიური და გახსნილი ხმით, რითმული და მარტივი დრამით, თუმცა ჩახვეული გიტარით. აქ ყველაზე მარტივი სიმღერაც კი რთულია და ყველაზე რთული ტრეკი – მარტივი.  ეს Disturbed-ია, გამორჩეული და პოპულარული (ან არაპოპულარული). Continue reading

Advertisements

ეკას თავისუფლება

ეკა ქევანიშვილი
ეკა უბრალო ადამიანია, ძალიან უბრალო. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არადა წარმატებული. არის პოეტი და ჟურნალისტი. ეკა – ქევანიშვილია. მეგობრებისთვის – ქევანა… საერთოდაც ქევანა. ქევანა ისეთია, რაღაცნაირი. ხმაც ისეთი აქვს, ლექსებიც: დაბალი, სასიამოვნო და ღრმა. ხან ნაკადულივით, ხან დაუდევრად მიყრილი რიყესავით, ხან ლუდის, ხანაც კი ყავის გემოზე წასაკითხი. თუმცა თვითონ ამბობს, რომ პოეტური ნატურა არ არის. არ შემიძლია ყავა დავიდგა, თავზე ხელი შემოვიდო და ვწეროვო. ეწერინება და წერს, აი ისე, ყოველგვარი რომანტიკისა და თავზე ბერეტების გარეშე. არ უყვარს პათეტიკური პოეზია, თემებსაც ისე არჩევს, როცა რა აწუხებს, ახლა სოციალური თემატიკა იზიდავს. Continue reading