გოლიათი და შავი მამბა

4462103755_51fbb06bb2_o
მაშინ ჯერ არ იყო ნეში, მით უმეტეს ლებრონი. ეს ის დროა, კალიფორნიაში გრაფიტით აჭრელებული 90-იანები წარსულში რომ იკარგება და მომავალს უთმობს კაშაკაშა ჰოლივუდს. როცა მეფე ჯორდანი სინანულით დაჰყურებს ბოლო დროს დაუმროჩიელებელ ბურთს, ზედმეტად აჩქარებულ გულისცემას. როცა ლუდის ქილიან კაცთან ერთად გულდაწყვეტით იხსენებს პიპენს რომელიღაც ჩიკაგოელი ბარმენი. ეს ის დროა, “ოულდსქული” რომ ვეღარ ჭრის, განგსტა რეპიც რომ ბეზრდება ამერიკას.  აი წავიდა გეტოების დრო, უფრო დიდი ხანია აღარ ახსოვთ შავი პანტერები და კუ კლუს კლანი. მაინც რაღაც ღირსებასათანაა კავშირში – შავკანიანი ბავშვები ჯერ კიდევ არც თუ ისე ხარისხიანი ტელევიზორებიდან რომ უყურებენ დიდ ბიჭებს, სწრაფ მოძრაობებს, ტრიალს, სირბილს, ნახტომებს და ბოლო წამზე გავარდნილი სამ ქულიანის ყვირლზე გამორბიან გარეთ. აქ შინდისფერი ბურთი უნდა გეჭიროს და ზედ თუ “შპალდინგ”  აწერია, მაშინ შენ მაგარი ბიჭი ხარ. აქ კალათბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტი, მეტი ვიდრე გართობა. აქ კალათბურთი ცხოვრებაა, ხან კიდევ ცხოვრებიდან გაქცევის გზაც. Continue reading

90 წუთი

17_football_wallpaper_match1
სტუდენტური ჟურნალისთვის  – “Redაქცია”

რეალურად 90 არ არის, ცოტა მეტი – 93, 94, ხან კი სულაც 120 წუთია. ეს საფეხბურთო მატჩია. ზოგისთვის სანახაობა, სხვისთვის ადრენალინი, ზოგისთვის კი ფსიქიკური აშლილობის მიზეზიც. საფეხბურთო მატჩი ბევრნაირია: არის ისეთებიც, მისტიკას რომ წააგავს. ხან დეტექტივივით ბოლო წამს იხსნება კვანძი, ხანაც ბულვარული რომანივით ყველაფერი ყვითელია. ზოგჯერ დრამაა, ხან კი ტრაგედიაც. ხანდახან ზღაპარივითაა, არა, განა პრინცებიანი და გველეშაპებიანი ზღაპარივით, დედის წაკითხული ზღაპარივითაა, გვიან რომაა, თან ნულით ნული და გემრიელად გეძინება. ფეხბურთი ხანდახან ეპიკური ისტორიაცაა, გმირების სამყარო. ბევრ რამეს იტევს 90 წუთი. Continue reading