ჩემი მეგობარი ალის დანაშაული

young10b
ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი მეგობარი ალი.  მეზობლები ვიყავით, სანამ მისი ოჯახი სახლს არ გაყიდდა. ალი ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ხშირად მარიგებდა კიდეც. ალი რომ დაიჭირეს ის დრო იყო ზუსტად, უბნიდან რო გადავიდა. მამამისს ადრე მშენებლობაზე მოუვიდა რაღაც და დაინვალიდდა, თან უყურადღებობის გამო მოვუიდაო თქვეს და კომპენსაციაც არ მისცეს. ოპერაციამ დიდი ფული წაიღო და სახლის გაყიდვაც მოუწიათ. ალის დედა სამგორში, ბაზარში ყიდდა ბოსტნეულს და ძლივს არჩენდა მერე ოჯახს. ალის მშობლებმა ქართული არ იციან თითქმის, თბილისშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადმოვიდნენ მარნეულიდან. ენობრივი ბარიერის გამოც გაუჭირდათ სამუშაოს შოვნა. როგორია, საქართველოში იყო და ქართული არ იცოდე. ალი კიდევ “ამტვრევდა” ქართულს, უფროსი შვილი იყო და მახსოვს ბავშვობიდან სულ მუშაობდა, ეხმარებოდა მშობლებს. ხანდახან მეც წამიყვანდა ხოლმე, ჯართს ვაგროვებდით ან ძველ ნივთებს ვშოულობდით და მერე ვყიდდით. მეც ვმუშაობდი ალის ხათრით, არ მიჭირდა, მაგრამ ძმაკაცი იყო და ხომ არ დავტოვებდი. Continue reading

Advertisements

ჩვეულებრივი ვაგზალი

IMG_4378
არაფერი ახალი, არც ძველი – ბევრი გზა. მატარებლის ხმაური. მუდმივი მოძრაობა – ვერტიკალზე, ჰორიზონტისკენ. მატარებლის ხმაური. პლატონური სიყვარულით შეპყრობილი გველები – ლიანდაგები გამჭვირვალობამდე. ბევრი ხალხი, ძირითადად დაუდევრად მოსული. მატარებლის ხმაური. არაფერი ახალი, არც ძველი, მუდმივი მოძრაობა და მონოტონურ ხმებში ჩაძირული სიმარტოვე. ნაგვის, ტალახის, ტექნიკური ზეთის, დამპალი მანდარინისა და დაღლილობის სუნი. მატარებლის ხმაური. მუდმივი ხმების გაბეზრებული სიჩუმე, სრულყოფილი სიმარტოვე, წვიმა და ქარი. ჩვეულებრივი ვაგზალი, მორიგი დღე. მატარებლის ხმაური. Continue reading

ჩუმი სკოლა

IMG_2704
დილის 9-ზე გადის პირველი რეისი. ძველი, მერსედესის მარკის მარშრუტკით მივჯანჯღარებთ. ბოლო პუნქტი ჩემი სოფელია, სოფელი წინარეხი. არც ისე შორსაა ეს ადგილი, აქვე, კასპის რაიონში. ავტობანზე არც უნდა გახვიდე, მარცხნიდან აუვლი მცხეთას და ერთ საათში იქ ხარ. მანქანა თუხთუხს იწყებს და ყველა საქმეს იჩენს. სოფლის ავტობუსი ისეთი რამეა, ერთხელ მაინც უნდა მოხვდე შიგნით – ზოგი გაზეთს იღებს, ზოგიც წიგნს, ვიღაცები დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს პოულობენ უცებ. წავა მერე მოკითხვა – ვისი შვილი სად სწავლობს, ვინ სად მუშაობს, ვისი რძალი როგორია და ვინ გადაყვა ლოთობას.  ჭორი და მართალი, სულელური და ჭკვიანური აზრები, თივისა და ბაზრობაზე ნაყიდი სუნამოს სუნი, მაგარი რამეა სოფლის ავტობუსი. უფრო მაგარია სოფელი, თავისი სკოლით, 1844 წელს აშენებული სკოლით, რომლის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლადაც მივდივარ ამ წუთას. Continue reading