ჩუმი სკოლა

IMG_2704
დილის 9-ზე გადის პირველი რეისი. ძველი, მერსედესის მარკის მარშრუტკით მივჯანჯღარებთ. ბოლო პუნქტი ჩემი სოფელია, სოფელი წინარეხი. არც ისე შორსაა ეს ადგილი, აქვე, კასპის რაიონში. ავტობანზე არც უნდა გახვიდე, მარცხნიდან აუვლი მცხეთას და ერთ საათში იქ ხარ. მანქანა თუხთუხს იწყებს და ყველა საქმეს იჩენს. სოფლის ავტობუსი ისეთი რამეა, ერთხელ მაინც უნდა მოხვდე შიგნით – ზოგი გაზეთს იღებს, ზოგიც წიგნს, ვიღაცები დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს პოულობენ უცებ. წავა მერე მოკითხვა – ვისი შვილი სად სწავლობს, ვინ სად მუშაობს, ვისი რძალი როგორია და ვინ გადაყვა ლოთობას.  ჭორი და მართალი, სულელური და ჭკვიანური აზრები, თივისა და ბაზრობაზე ნაყიდი სუნამოს სუნი, მაგარი რამეა სოფლის ავტობუსი. უფრო მაგარია სოფელი, თავისი სკოლით, 1844 წელს აშენებული სკოლით, რომლის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლადაც მივდივარ ამ წუთას. Continue reading