გოლიათი და შავი მამბა

4462103755_51fbb06bb2_o
მაშინ ჯერ არ იყო ნეში, მით უმეტეს ლებრონი. ეს ის დროა, კალიფორნიაში გრაფიტით აჭრელებული 90-იანები წარსულში რომ იკარგება და მომავალს უთმობს კაშაკაშა ჰოლივუდს. როცა მეფე ჯორდანი სინანულით დაჰყურებს ბოლო დროს დაუმროჩიელებელ ბურთს, ზედმეტად აჩქარებულ გულისცემას. როცა ლუდის ქილიან კაცთან ერთად გულდაწყვეტით იხსენებს პიპენს რომელიღაც ჩიკაგოელი ბარმენი. ეს ის დროა, “ოულდსქული” რომ ვეღარ ჭრის, განგსტა რეპიც რომ ბეზრდება ამერიკას.  აი წავიდა გეტოების დრო, უფრო დიდი ხანია აღარ ახსოვთ შავი პანტერები და კუ კლუს კლანი. მაინც რაღაც ღირსებასათანაა კავშირში – შავკანიანი ბავშვები ჯერ კიდევ არც თუ ისე ხარისხიანი ტელევიზორებიდან რომ უყურებენ დიდ ბიჭებს, სწრაფ მოძრაობებს, ტრიალს, სირბილს, ნახტომებს და ბოლო წამზე გავარდნილი სამ ქულიანის ყვირლზე გამორბიან გარეთ. აქ შინდისფერი ბურთი უნდა გეჭიროს და ზედ თუ “შპალდინგ”  აწერია, მაშინ შენ მაგარი ბიჭი ხარ. აქ კალათბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტი, მეტი ვიდრე გართობა. აქ კალათბურთი ცხოვრებაა, ხან კიდევ ცხოვრებიდან გაქცევის გზაც. Continue reading

Advertisements