ჩემი მეგობარი ალის დანაშაული

young10b
ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი მეგობარი ალი.  მეზობლები ვიყავით, სანამ მისი ოჯახი სახლს არ გაყიდდა. ალი ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ხშირად მარიგებდა კიდეც. ალი რომ დაიჭირეს ის დრო იყო ზუსტად, უბნიდან რო გადავიდა. მამამისს ადრე მშენებლობაზე მოუვიდა რაღაც და დაინვალიდდა, თან უყურადღებობის გამო მოვუიდაო თქვეს და კომპენსაციაც არ მისცეს. ოპერაციამ დიდი ფული წაიღო და სახლის გაყიდვაც მოუწიათ. ალის დედა სამგორში, ბაზარში ყიდდა ბოსტნეულს და ძლივს არჩენდა მერე ოჯახს. ალის მშობლებმა ქართული არ იციან თითქმის, თბილისშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადმოვიდნენ მარნეულიდან. ენობრივი ბარიერის გამოც გაუჭირდათ სამუშაოს შოვნა. როგორია, საქართველოში იყო და ქართული არ იცოდე. ალი კიდევ “ამტვრევდა” ქართულს, უფროსი შვილი იყო და მახსოვს ბავშვობიდან სულ მუშაობდა, ეხმარებოდა მშობლებს. ხანდახან მეც წამიყვანდა ხოლმე, ჯართს ვაგროვებდით ან ძველ ნივთებს ვშოულობდით და მერე ვყიდდით. მეც ვმუშაობდი ალის ხათრით, არ მიჭირდა, მაგრამ ძმაკაცი იყო და ხომ არ დავტოვებდი. Continue reading

Advertisements